ჩრდილები შუადღისას

გიორგი ლობჟანიძე

(18 ქულა/4 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, პოეზია

გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე

სიტყვა

მე ვეძებ სიტყვას,
შენ რომ ისევ
ჩემთან მოგიყვანს,
სიტყვა,
რომელიც უნდა
სოფლის წყვდიადში ენთოს,
მაგრამ გულგრილად ახშობს
ჩემ ხმას
ქვეყნის ხმაური
და ჩემი სუსტი დაძახილი
ვერ აღწევს შენთან...

ნუ გამეცლები,
გთხოვ,
ნუ წახვალ
ამრეზით, მქისედ
და ნუ დამამსხვრევ
შენს ზურგსუკან
კარის ჯახუნით,
ძვირფასო,
დღესაც ძველებურად
მიყვარხარ...