ჩრდილები შუადღისას
გიორგი ლობჟანიძე
თანამედროვე, ქართული, პოეზია
გამომცემლობა ლითერასი
© გიორგი ლობჟანიძე
სისხლის წვეთივით
ჩქამს იქით შენი მოლოდინი
კრთება ფრთხიალით
(მონატრებული ჩანგი
ჩუმი სევდით მიტირის...),
ჰგონია, შენ ხარ -
ზეცას წავა ტკბილი გალობით,
ვერ გხედავს -
მიწას დაასკდება დაჭრილ ჩიტივით.
გადაიქუხე, სიყვარულო,
აღარ მოგელი...
ვარ დაუწერლად დაჭმუჭნული
თეთრი ქაღალდი,
როგორ გაგსვარეს...
მე კი მახსოვს,
ყოფის წყვდიადში
შენ უცოდველი შროშანივით
ამოღაღანდი...
ჩ...
