ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XXVII

- წაიკითხეთ ? - მკითხა არმანმა, როცა ხელნაწერის კითხვას მოვრჩი.

- თუ ყველაფერი სიმართლეა, რაც წავიკითხე, წარმომიდგენია, როგორ იტანჯებოდით, ჩემო მეგობარო.

- მამაჩემმა თავის წერილში დამიდასტურა, სიმართლეაო.

ერთხანს კიდევ ვილაპარაკეთ საშინელ ბედისწერაზე, მერე კი შინ წამოვედი დასასვენებლად.

არმანი კვლავ ნაღვლიანი იყო, მაგრამ ამ ამბის მოყოლამ ცოტა უშველა, მალე მომჯობინდა და ჩვენ ერთად ვესტუმრეთ პრიუდანსსა და ჟიული...