ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XXVI
იმ საბედისწერო ღამეს რაც მოჰყვა, თქვენც ჩემსავით მშვე-ნივრად მოგეხსენებათ, მაგრამ ერთი რამ არ იცით და არც შეიძლება იცოდეთ, თუ რამდენი ვიტანჯე ჩვენი დაშორების შემდეგ. გავიგე, მამთქვენს წაუყვანიხართ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, დიდხანს ვერ გაძლებდით უჩემოდ და იმ დღეს, როცა ელისეს მინდვრებზე მოგკარით თვალი, აღელვებით კი ავღელდი, მაგრამ არ გამკვირვებია.
მას შემდეგ ყოველ დღეს ახალი დამცირება მოჰქონდა ჩემთვის, დამცირება, რომელსაც მე სიხარულით ვხვდებოდი, რადგანაც იგი...
