ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XXV

ამ ხანგრძლივმა, ცრემლით სავსე საუბარმა მოქანცა არმანი, ხელები შუბლზე შემოიწყო, თვალები დახუჭა, ან ფიქრობდა რაღაცას, ან ცდილობდა, დაეძინა. მანამდე მარგარიტას დაწერილი ფურცლები გადმომცა.

ცოტა ხანში არმანს სუნთქვა აუჩქარდა, ვიფიქრე, დაიძინა-მეთქი, მაგრამ ისეთი ფრთხილი ძილით კი, რომ ერთი ბეწო ხმაურსაც შეეძლო გაეღვიძებინა.

აი, რა წავიკითხე და მერე უცვლელად გადმოვწერე, არც არაფერი მიმიმატებია და არც დამიკლია:

„15 დეკემბერია, მესამე თუ მეოთხე დღეა,...