ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XXIV
ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ საკმარისი არ იყო. მივხვდი, უზარმაზარი გავლენა მქონდა ამ ქალზე და მისი ბოროტად გამოყენება დავიწყე.
როცა ვფიქრობ ხოლმე, რომ ცოცხალი აღარ არის, საკუთარ თავს ვეკითხები, შემინდობს კი ოდესმე უფალი, ჩემ მიერ ჩადენილ ბოროტებას.
ვახშმის შემდეგ, რომელიც ძალიან ხმაურიანი გამოდგა, თამაში დავიწყეთ.
მე ოლიმპიას მივუჯექი და ისე გაბედულად ჩამოვდიოდი ფულს, რომ ძალაუნებურად ყურადღება მომაქცია. ძალიან მალე ას ორმოცდაათი თუ ორასი...
