ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XXIII

ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა, მე კი მაინც ვერ ვურიგ-დებოდი აზრს, რომ იმდღევანდელი დღე გასულ დღეებს არ ემგვანებოდა. იყო წუთები, როცა მეჩვენებოდა, ჩემგან მივიწყებულ გარემოებათა ბრალია, ღამეს მარგარიტასთან რომ არ ვატარებ, მაგრამ ბუჟივალში ჩავალ თუ არა, ისიც ისეთი აღელვებული დამხვდება, როგორც მე ვიყავი ადრე და მკითხავს, ამდენ ხანს უჩემოდ როგორ გაძელიო.

როცა ცხოვრება ჩვენი სიყვარულის მსგავს ურთიერთობას ქმნის, შეუძლებლად გვეჩვენება, ისე გაწყდეს ეს კავშირი, რომ თან...