ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XXII

მატარებელში მეჩვენებოდა, ერთ ადგილზე ვდგავართ, წინ არ მივდვართ-მეთქი. ბუჟივალში 11 საათზე ჩავედით. ფანჯრები ჩაბნელებული იყო, ზარი დიდხანს ვრეკე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა. ასეთი რამ პირველად მოხდა. ბოლოს, როგორც იქნა, მებაღემ გამომხედა. შინ შევედით, ნანინი ანთებული სანთლით შემომეგება. მარგარიტას ოთახს მივაშურე.

- ქალბატონი სად არის?

- ქალბატონი პარიზში გაემგზავრა. - მომიგო ნანინმა.

- პარიზში?

- დიახ,...