ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XXI
- როგორც იქნა! - შესძახა და ყელზე მომეხვია, - მოხვედი! რა გაფითრებული ხარ!
მაშინვე დაწვრილებით ვუამბე ჩემი და მამაჩემის საუბარი.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, ასეც ვფიქრობდი, - მითხრა მან, - როცა ჟოზეფმა მამაშენის ჩამოსვლა შეგვატყობინა, ისე ავკანკალდი, თითქოს ცუდი ამბავი გამეგოს. ჩემო საბრალო მეგობარო, არადა, მთელი შენი ტანჯვის მიზეზი მე ვარ. იქნებ ჯობდეს კიდეც, რომ მიმატოვო და არ წაეჩხუბო მამას. მაგრამ მე ხომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. ძალიან მშვიდად ვცხოვრობთ, კიდევ...
