ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XX
მამაჩემი ხალათმოცმული იჯდა სასტუმრო ოთახში და წერილს წერდა.
შევედი თუ არა, ისეთი თვალებით შემომხედა, მაშინვე მივხვდი, მნიშვნელოვანი საუბარი მომელის-მეთქი.
მაინც ისე მივესალმე, თითქოს მის სახეზე არც არაფერი ამომეკითხოს და მხურვალედ გადავკოცნე.
- როდის ჩამოხვედით, მამაჩემო?
- გუშინ საღამოს.
- ჩვეულებისამებრ, ჩემთან გაჩერდით?
- დიახ.
- ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დაგხვდით ჩამოსვლისას.
ამ სიტყვების...
