ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XIX

პირველ სამ წერილში მამაჩემს აშფოთებდა ჩემი დუმილი და განუწყვეტლივ მეკითხებოდა მიზეზს. უკანასკნელში კი მიმანიშნა, ვიცი შენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ და ამ დღეებში ჩამოვალო.

მე ყოველთვის დიდი სიყვარული და პატივისცემა მქონდა მამისადმი. ვუპასუხე, რომ ჩემი დუმილის მიზეზი ხანმოკლე მოგზაურობა იყო და ვთხოვე, წინასწარ მაცნობეთ, როდის ჩამოხვალთ, რომ დაგხვდეთ-მეთქი.

მსახურს ჩემი სოფლის მისამართი მივეცი და ვუბრძანე, ჩემთვის მოეტანა ს . . . - დან...