ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XVIII

ძნელია ერთობლივი ცხოვრების ყველა წვრილმანის მოყოლა. იგი ჩვენთვის უამრავი მშვენიერი ბავშვური გრძნობისგან შედგებოდა, მაგრამ როგორც კი ვინმესთან ამაზე ლაპარაკს იწყებ, მას ეს ყოველივე უაზრობად ეჩვენება. ხომ იცით, რას ნიშნავს ქალის სიყვარული, ხომ იცით, რა მალე გადის დრო, სასიყვარულო ნეტარებაში გართული კაცი ვერც კი ამჩნევ, როგორ იწურება ერთი და დგება მეორე დღე. თქვენთვის უცხო არ არის ეს თავდავიწყება, რომელსაც ძლიერი, გულუბრყვილო, ორმხრივი სიყვარული იწვევს, როცა საყვარელი ქალის...