ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XVII
მეორე დღეს მარგარიტა უთენია გამომეშვიდობა. მითხრა, დი-ლით ჰერცოგი უნდა მოვიდესო და დამპირდა, როგორც კი წავა, მოგწერ და საღამოსთვის პაემანსაც დაგინიშნავო.
მართლაც, დღისით მისი წერილი მივიღე.
„ბუჟივალში მივდივარ ჰერცოგთან ერთად, დღეს საღამოს რვა საათზე პრიუდანსთან იყავით“.
მარგარიტა სწორედ დროზე დაბრუნდა და თვითონაც ქალბატონ დიუვერნუასთან შემოიარა.
- ყველაფერი მოვაგვარე, - გვახარა შემოსვლისთანავე.
- სახლი იქირავეთ? - ჰკითხა...
