ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XVI
შემეძლო, - მითხრა არმანმა, - ორიოდე სიტყვით მომეყოლა, როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მინდოდა, დაწვრილებით გცოდნოდათ, როგორ მოვაღწიეთ აქამდე, როგორ დავთანმხდი მარგარიტას, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ-მეთქი და მარგარიტამაც როგორ გადაწყვიტა, მარტო შენთან ვიცხოვრებო. მისი სტუმრობის მეორე დღეს „მანონ ლესკო“ გავუგზავნე.
იმ წუთიდან, რადგან ჩემი საყვარლის ცხოვრება ვერ შევცვა-ლე, იძულებული გავხდი, ისევ ჩემი შემეცვალა. პირველ რიგში, არ მინდოდა, ბევრი მეფიქრა როლზე,...
