ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XV

მე და ჟოზეფი ლამის მთელი საათი იყო, ვემზადებოდით გასამგზავრებლად, როცა კარზე ძლიერად დარეკეს.

- გავაღო? - მკითხა ჟოზეფმა.

- გააღეთ, - ვუპასუხე მე, თან ვფიქრობდი, ასეთ დროს ვინ უნდა მოსულიყო, ნატვრითაც არ მინატრია, მარგარიტა იყოს-მეთქი.

- ბატონო, - უკან შემობრუნდა ჟოზეფი, - ორი ქალბატონი გკითხულობთ.

- ჩვენ ვართ, არმან, - დაიძახა ვიღაცამ. პრიუდანსის ხმა ვიცანი.

საძინებლიდან გამოვედი. პრიუდანსი ამასობაში ჩემს სასტუმრო ოთახს...