ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XIV
შინ ბავშვივით აქვითინებული დავბრუნდი. ისეთი არავინ მეგულება, ერთხელ მაინც რომ არ მოეტყუებინოთ და არ იცოდეს, ამის გამო როგორ იტანჯებიან ადამიანები.
ერთიანად აკანკალებული, საკუთარ თავს ვუმეორებდი, დაუყოვნებლივ უნდა მოვუღო-მეთქი ბოლო ამ სიყვარულს და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რათა დილიჟანსში ადგილი მეშოვნა და მამაჩემსა და ჩემს დასთან დავბრუნებულიყავი, იმ ორის სიყვარულში მაინც არ მეპარებოდა ეჭვი, ისინი მაინც არ მომატყუებდნენ.
თუმცა არ მინდოდა ისე...
