ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

XIII

- თითქმის ჩვენთან ერთად მოხვედით, - მითხრა პრიუდანსმა.

- დიახ, - ვუპასუხე მექანიკურად, - სად არის მარგარიტა?

- თავისთან.

- მარტო?

- ბატონ დე გ . . . ახლავს.

სასტუმრო ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.

- კარგით ერთი, რა გჭირთ?

- თქვენ გგონიათ, ძალიან მსიამოვნებს აქ ჯდომა, სანამ ბატონი დე გ . . . მარგარიტასგან წავა?

- სულ დაკარგეთ ჭკუა, შეიგნეთ, ბოლოს და ბოლოს. მარგარიტა გრაფს გარეთ ვერ...