ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XII
დილის ხუთ საათზე, როცა მზის შუქი უკვე შემოიჭრა ფანჯრებში, მარგარიტამ მითხრა:
- მაპატიე, მაგრამ უნდა გაგიშვა, ჰერცოგი მოდის ყოველ დილით. როცა მოვა, უპასუხებენ, ძინავსო და ალბათ ჩემს გაღვიძებას დაუცდის.
მარგარიტას გაწეწილი თავი ხელებში მოვიქციე, უკანასკნელად ვაკოცე და ვკითხე:
- როდის გნახავ?
- მომისმინე, - მიპასუხა მან, - აიღე ოქროს პატარა გასაღები, ბუხარზე რომ დევს და კარი გააღე, გასაღები დამიტოვე და წადი. დღის განმავლობაში მიიღებ...
