ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
XI
აქ არმანი შეჩერდა
- თუ შეიძლება, ფანჯარა დახურეთ, - მითხრა მან, - ცოტა შემცივდა, მანამდე დავწვები.
ფანჯარა დავხურე, არმანი კვლავ სუსტად გრძნობდა თავს, გაიხადა და საწოლში ჩაწვა. თავი ცოტა ხანს გაუნძრევლად ესვენა ბალიშზე, ბევრი სიარულით ან მძიმე მოგონებებით მო-ქანცულ კაცს ჰგავდა.
- მგონი მეტისმეტად ბევრს ლაპარკობთ, - ვუთხარი მე, - თუ გინდათ, წავალ, თქვენ გამოიძინეთ, ამბავს სხვა დროსაც მომიყვებით.
- თავი...
