ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

X

ოთახს, რომელშიც იგი განმარტოვდა, მაგიდაზე მდგარი ერთადერთი სანთელი ანათებდა. მარგარიტა დიდ დივანზე მიწოლილიყო, კაბა გაღეღოდა, ცალი ხელი მკერდზე მიეჭირა, მეორე გვერდით ესვენა. მაგიდაზე წყლით სანახევროდ სავსე ვერცხლის თასი იდო, წყალი სისხლს შეეღება.

მარგარიტა იწვა გაფითრებული, პირი ოდნავ გაეღო და სულს ძლივს ითქვამდა. დროდადრო მკერდიდან ხანგრძლივი კვნესა აღმოხდებოდა, რაც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა მდგომარეობას და რამდენიმე წამით თავს კვლავაც კარგად...