ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

IX

- საღამო მშვიდობის, ძვირფასო გასტონ, - მიმართა მარგარიტამ ჩემს მეგობარს, - მიხარია თქვენი ნახვა. ვარიეტეში რატომ არ ამოხვედით ჩემს ლოჟაში?

- ვშიშობდი, ხელი არ შევუშალო-მეთქი.

- მეგობრები, - და მარგარიტამ ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვა, თითქოს სურდა, ყველა იქ მყოფი მიეხვედრებინა, ფამილარული მიღების მიუხედავად, გასტონი ყოველთვის მეგობარი იყო ჩემთვის და მეგობრადვე დარჩებაო, - მეგობრები, ხელს არასოდეს მიშლიან.

- ესე იგი, ნებას მომცემთ წარმოგიდგინოთ...