ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
VIII
- თუმცა, - განაგრძო არმანმა პაუზის შემდეგ, - როგორც კი მივხვდი, ისევ შეყვარებული ვარ-მეთქი, თითქოს ძალა მომემატა. ჩემგან მარგარიტას ნახვის სურვილი, დიდწილად, იმითაც იყო ნაკარნახევი, რომ მინდოდა, მისთვის მეჩვენებინა, შენზე ძლიერი ვარ-მეთქი.
რა გზებს აღარ ეძებს და რა მიზეზებით აღარ ხელმძღვა-ნელობს გული, რომ როგორმე წადილი აისრულოს!
დერეფანში დიდხანს ვეღარ გავჩერდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი პარტერში. ნაჩქარევად მოვავლე თვალი დარბაზს, რომ დამენახა, რომელ...
