ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
VII
ისეთი ავადმყოფობა, არმანს რომ დაემართა, ადამიანს ან მაშინვე კლავს, ან მალევე იკურნება ხოლმე.
ჩემ მიერ მოთხრობილი ამბებიდან ორი კვირის შემდეგ, არმანს აშკარად დაეტყო უკეთესობა. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, მთელი ავადმყოფობის მანძილზე მისი ოთახიდან ლამის ფეხი არ გამომიდგამს.
გაზაფხული მობრძანდა უამრაავი ყვავილით, ბალახით, ჩიტე-ბით, სიმღერებით. ჩემი მეგობრის ღია ფანჯარა პირდაპირ ბაღს გადაჰყურებდა, საიდანაც თავბრუდამხვევი სურნელება შემოდიოდა.
ექიმმა...
