ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
V
დიდი დრო გავიდა, არმანისგან აღარაფერი გამიგია. აი, მარგარიტას სახელი კი ხშირად მესმოდა.
არ ვიცი, მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, რომ საკმარისია, ვინმემ თქვენთვის უცნობი ან, ყოველ შემთხვევაში, თქვენ რომ არ გაინტერესებთ ისეთი ქალის სახელი გითხრათ და უცებ ყველა თქვენი მეგობარი იმგვარ რამეებზე გიწყებთ საუბარს, მა-ნამდე რომ ხმა არასდროს ამოუღიათ. მალე აღმოაჩენთ, ეს ქალი მაინტერესებსო, თურმე იგი აქამდეც ხშირად გამოჩენილა თქვენს ცხოვრებში, ოღონდ თქვენ ვერ შეგინიშნავთ. ხედავ,...
