ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

IV

ორი დღის თავზე ვაჭრობა მთლიანად დასრულდა. 150 ათასი ფრანკის შემოსავალი ნახეს,

მევალეებმა ორი მესამედი ერთმანეთში გაიყვეს. დანარჩენი მემკვიდრეობად ერგო ოჯახს, დისა და პატარა დიშვილისაგან რომ შედგებოდა.

დას თვალები გაუფართოვდა, როცა აცნობეს, მემკვიდრეობით 50 ათასი ფრანკი დაგრჩათო.

6 - 7 წელი იყო, ამ ქალიშვილს არ ენახა თავისი და, რომე-ლიც ერთ მშვენიერ დღეს გაუჩინარდა და მერე არავისგან, არც თვითონ მისგან და არც სხვისგან აღარაფერი...