ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
III
თექვსმეტში პირველ საათზე დ’ანტენის ქუჩაზე მივედი.
გამყიდველის ხმა სახლის შემოსასვლეშიც კი ისმოდა.
ბინა ცნობისმოყვარეებს აევსოთ.
აქ მოეყარა თავი გარყვნილებით ცნობილ ყველა სახეს. ისინი მაღალი წრის ქალბატონებს უთვალთვალებდნენ, კიდევ ერთხელ ისარგებლეს საჯარო ვაჭრობით, რათა ახლოდან შეეთვალიერებინათ ის ქალები, რომელთაც აღარასოდეს შეხვდებოდნენ და რომელთა მარტივი სიამოვნებისაც გულში იქნებ შურდათ კიდეც.
ჰერცოგის მეუღლე ქალბატონი დე ფ . . ....
