ქალი კამელიებით
ალექსანდრე დიუმა (შვილი)
კლასიკა, თარგმანი, რომანი
გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან
II
საჯარო ვაჭრობა თექვსმეტისთვის იყო დანიშნული.
დათვალიერებასა და ვაჭრობას შორის ერთი თავისუფალი დღე დაეტოვებინათ, რათა ავეჯით მოვაჭრეებს საშუალება ჰქო-ნოდათ, ჩამოეხსნათ ქსოვილები, ფარდები და ა.შ.
იმხანად ახალი დაბრუნებული ვიყავი მოგზაურობიდან, ბუნებრივია, ჩემთვის მარგარიტას სიკვდილი არავის უცნობებია. ეს ხომ იმ ახალ ამბავთა რიგს არ მიეკუთვნება, მეგობრები რომ გიყვებიან დედაქალაქში ახალდაბრუნებულს. მარგარიტა ლამაზი იყო, მაგრამ რამდენადაც ხმაურიანია ხოლმე ამ...
