ქალი კამელიებით

ალექსანდრე დიუმა (შვილი)

(24 ქულა/5 შეფასება)

კლასიკა, თარგმანი, რომანი

გამომცემლობა ლაბირინთი
© ლაბირინთი
მთარგმნელი ზაალ ჩხეიძე
თარგმანი ფრანგულიდან

I

ჩემი აზრით, როგორც რომელიმე უცხო ენაზე ვერ ილაპარა-კებს ადამიანი, თუ სიღრმისეულად არ გააცნობიერა ამ ენის არსი, ისე მწერალიც ვერაფრით შექმნის პერსონაჟებს, თუ საგანგებოდ არ შეისწავლა კაცთა მოდგმა.

ჯერ იმ ასაკში არ ვარ, ამბების გამოგონება დავიწყო, ამიტომ მხოლოდ სხვის მონაყოლს მოგიყვებით.

მკითხველს ვთხოვ, ირწმუნოს ჩემი სიტყვების სიმართლე, რადგან ამ ისტორიის ყველა პერსონაჟი, გმირი ქალის გამოკლებით, დღესაც ცოცხალია.

გარდა ამისა, პარიზში კვლავაც ბევრია ისე...