ფრაზებისა და შინაარსების რვეული
აქედანვე უნდა ითქვას, რომ სათაურს ქვეშ ნახსენები ჯინა მელოი არ უნდა იყოს ამ მოთხრობის ნამდვილი ავტორი. მეგობართა წრეში უწყიან, რომ ჯინა მელოისთან დიდხანს მეგობრობდა პიტერ ჯეფერსად ცნობილი ქართველი ემიგრანტი, რომლიც მერე ამერიკაში წავიდა. ჯინას და პიტს გვარიანად რთული ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირად, თვეობითაც არ მოიკითხავდნენ ხოლმე ერთმანეთს. პიტერ ჯეფერსი ხელობით უიღბლო მწერალი გახლდათ, რომლის ათიოდე რომანიდან ვერც ერთმა ვერ უწია ბრიტანული...
