სასარგებლო რვეული ამ თხზულების წამკითხველთათვის
ამ მოთხრობის უმეტესი ნაწილის ავტორი უნდა იყოს პიტერ ჯეფერსი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი არის პეტრე ჯაფარიძე და რომელიც 1995-96 წლებიდან (ეგებ უფრო ადრიდანაც) ინგლისში ცხოვრობდა (სავარაუდოდ, ამჟამადაც იქ ცხოვრობს). პეტრე ჯაფარიძეს რომანების წერის ჩვევა გამოჰყოლოდა და რამდენჯერმე სცადა, რომ მწერალი გამხდარიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა წერას, ხოლო ორმოცს მიტანებულმა რა გადაწყვიტა, ძნელი...
