LonDon Jinx

აკა მორჩილაძე

(15 ქულა/3 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, რომანი

გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე

ტავერნა „ათი სექტემბერი“

სავარაუდო ავტორი პიტერ ჯეფერსი

1. ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერილინ მონროს ველოდებოდი.

ცოტა ადრე მომიწია მოსვლა და ჩიპსებს, რომლის ჭამასაც მერილინი მივაჩვიე, თავად შევუდექი. რატომაც არა? ორნაირი ჩიპსი ვიყიდე: ბეკონის და ნივრის გემოდაყოლებული. ბეკონისგემოიანი განსაკუთრებით საზიზღარი იყო, მაგრამ მერილინი იმას უფრო მადიანად შეექცეოდა და ამიტომ ვყიდულობდი.

რაც არ უნდა გ...