კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა
გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე
6. უ-ტო-პიი-ია...
კაგდატა ვ ამერიკეს დროის მთავარი ქალი მგონი იტალიელი მომღერალი საბრინა იყო. ყველგან მისი პლაკატები ეკიდა და მგონი, მოსკოვშიაც ჩაიყვანეს სამღერლად.
თვითონ კაგდატა ვ ამერიკეს ქალები, სექს სიმბოლოებად არ აღიქმებოდნენ. რასაკვირველია, ელიზაბეტ მაკგოვენი, ვინც ნუდულსას მრავალწლიან სიყვარულს თამაშობდა, საბრინას ვერ გაუტოლდებოდა. ჯინსის ბოლოებშემოწეწილი უმოკლესი შორტები თავისას აკეთებდნენ. რასაკვირველია, გვარიანად ჩახსნილი პერანგიც. თანაც, დებორას და ნუდულსას...
