კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა
გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე
5. ჟიზნენი აერობიკა
ერთ-ერთი დავიწყებული, ანდა, მგონი, უფრო შეუმჩნეველი, ვიდრე დავიწყებული ამბავი, იმ დროის თბილისში ის იყო, რომ პოლონეთიდან მოჭიდავეთა შოუ ჩამოვიდა და სპორტის სასახლეში წარმოდგენა გამართა.
ეს შოუ თავისი ხალხმრავლობით ვერ შეედრებოდა სუზიკვატროს კონცერტს, მაგრამ უცხოური შოუ კი იყო და მისი გამოჩენა თბილისში გამანადგურებლად დასრულდა.
მოჭიდავეთა ანსამბლი, იგივე პრო-რესთლინგი დღეს ალბათ ყველას უნახავს ნაირგვარ არხებზე, თუმცა ამ სეირს ცოტა არ იყოს...
