კაგდატა ინ ჯორჯია

აკა მორჩილაძე

(25 ქულა/5 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა

გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე

4. მეორე მავთული

ერთი ჩემი მეგობარი, დაბადებული და გაზრდილი ქალაქ ქუთაისში, სრულიად გადასარევი ფოტოოსტატი საბჭოთა დროებაში, უფრო სწორად იმ ხანაში, როცა ეს ჩვენი კაგდატა ვ ამერიკე გამოჩნდა ქართველ ახალგაზრდათა წინაშე, ანეკდოტურ ისტორიაში გაეხვა. რაღა ანეკდოტი ეგ იყო, მაგრამ მაინც.

რახანღა ყმაწვილკაცი იყო იმ დროში, ყმაწვილს კი ზოგჯერ მოზომვა გაუჭირდება, კეთილ ხალხთან დაითრო და ერთი თავისი გულისვარდის მონახულება გადაწყვიტა. მეტად დამთვრალი ყოფილიყო და ამიტომ თუ დაემართა...