კაგდატა ინ ჯორჯია

აკა მორჩილაძე

(25 ქულა/5 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა

გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე

3. ატრია

აგე, ლექსიკონი გადავშალე და ვეძებ, იმიტომ, რომ ბევრი სიტყვა არ მოიძებნება ქვეყნად ისეთი, უცხო ენებზე რომ იცოდე და საკუთარ ენაზე კი არა.

ასეთი ჩვენს სინამდვილეში, მგონი მანქანის ნაწილებია: პორშინები, კალოტკები, თუ კალოდკები, რასპრედვალი, კრესტავინა, კარობკა და ასე შემდეგ, რომელთა ქართული შესატყვისებიც არსებობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის და მგონი, მთლად ევროკავშირის ევროკავშირში რომც შევიდეთ, ამ სიტყვებს ქართულით ვეღარაფრით შევცვლით, ვინაიდან ისინი...