კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა
გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე
2. ფეხი დამიცდა, ნუდლს
ერთხელ, მგონი სასკოლო ექსკურსიაზე და მგონი კახეთში, მგონი ყვარელში, დაუვიწყარი ქანდაკება ვნახე.
სამწუხაროდ, ახლა ნამდვილად არ ვიცი სად არის ეს ქანდაკება, ისევე როგორც მაგიდა, რომელიც ოდესღაც ტაბახმელის ფოსტაში იდგა და რომელზეც ამბობდნენ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაქონიაო.
ქანდაკება კი სრულიად დაუვიწყარი გამოდგა.
სიმართლე რომ ითქვას, ლენინის გამოკლებით, სულ ორი ქანდაკება მახსოვს კარგად ძველი დროიდან. ერთი, ალექსანდრე ყაზბეგის დიდი,...
