კაგდატა ინ ჯორჯია

აკა მორჩილაძე

(25 ქულა/5 შეფასება)

თანამედროვე, ქართული, ესეისტიკა

გამომცემლობა ლითერასი
© აკა მორჩილაძე

1. სერჯიო

ერთიც ვნახოთ და ხმა გავარდა: სერჯიო ლეონეს გადაუწყვეტია, ქარწაღებულნი გადაიღოს და გადაღებების ნაწილი უეჭველად საქართველოში იქნებაო.

ხმა გავარდა, თუ გაზეთში ეწერა, ახლა აღარ მახსოვს.

წელიწადიც აღარ მახსოვს: გაზეთებში იმდენი რამე ეწერა მაშინ, რომ რას დაიმახსოვრებ.

საერთოდ ისეთი დრო იყო, რომ გაზეთებში უფრო ძველი ამბები დაგაინტერესებდა:

პერესტროიკა და მთელი ამბავი.

შეიძლება, ეს ცოტა გვიანაც იყო, ვიდრე მაინცდამაინც პერესტროიკა...