წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
აკაკის მოსწრებული სიტყვა-პასუხი
1
უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული აკაკი მიიწვიეს ერთ ლხინში, სადაც ჭირვეული თამადა სავსე
ყანწით მივიდა იმასთან „ალლავერდის“. პოეტმა ცოტა მოწრუპა და ისევ უკან გადასცა სავსე
ყანწი. „უკაცრავად, მაგრამ ღვინის სმა არ შემიძლიაო“. მაშინ ტოლიბაში, ყველასათვის
მოულოდნელად, მოუბრუნდა პოეტს და კისერში მიუშვა მთელი ყანწი ღვინო, რაც ვერ დალიე,
შენვე უნდა შეიშროო! თუ სმა არ შეგეძლო, რად ჯდებოდი ჩვენ სუფრაზედო? შენი გულისათვის
კანონს ვერ დავარღვევთ და...
