წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

22. ცერცვით ცეცხლი

ერთი მღვდელი თავზე წაესწრო ცოლს, კუროს რომ ეტრფიალებოდა, დაავლო კეტს ხელი და შეუტია. კურო სარკმელში გავარდა, მღვდელი გამოუდგა და მორთო ყვირილი: „დაიჭირეთ, ნუ გაუშვებთ მაგ ქურდს, მაგ ავაზაკსო! მოგროვდა ხალხი და შეაკავეს გაქცეული, რომელმაც, ბაღში რომ გარბოდა, იმ დროს რამოდენიმე ცერცვი მოგლიჯა და მუჭებში ეჭირა. ხალხმა ჰკითხა: რა ამბავიაო? „როგორ რა ამბავია!.. ხუცის ბაღში ეს ერთი მუჭა ცერცვი მოვგლიჯე და ამისათვის მომდევს მოსაკლავადაო, აღარ მზოგავსო, და...