წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
21. მოჩვენება
ერთ კაცს კარგი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ნამეტანი ეჭვიანობით თავი მოაბეზრა: თვალიდან არ იშორებდა, არც სადმე გაუშვებდა, არც ვისმე სახლში შემოუყვანდა, გარდა ერთი მისი საკუთარი მეგობრისა, რომელიც შინაურ კაცად ითვლებოდა. მოთმინებიდან გამოსულმა დედაკაცმა მოინდომა ამ მეგობრის შეცდენა; შეუჩნდა, მაგრამ ოჯახის მეგობარი ძალიან შორს იჭერდა თავს. ქალი მაინც არ ეშვებოდა, დღეს-ხვალეობით ნელ-ნელა იმდენზე მიიყვანა, სიყვარული გუში ჩაუგდო. მაგრამ რა გამოვიდოდა, მარტო ქმრის...
