წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

20. მოტყუებული ტერტერა

ერთ ტერტერას მზეთუნახავი ცოლი ჰყავდა. გამვლელ-გამომვლელებს თვალი მასზედ რჩებოდათ და მრევლიც ქმარზე უფრო ცოლს შეჰყურებდა. დიდხანს ვერავინ ვერ მოიგო მისი გული. ბოლოს მაინც ვეღარ გაუმაგრდა მაცდურს და შეიყვარა მეზობელი, მაგრამ ისე მოხერხებულად კი, რომ ეჭვი ვერავის შეჰქონდა. ერთხელვე რომ კარი გაიღება, იქ ერთთან მეორეც შევა. ტერტერას ცოლმა, რაღაი კი ერთხელვე სიყვარულს გული გაუღო, დაკეტვა ვეღარ მოხერხდა და მალე სხვაც შეუყვარდა. უნდოდა პირველი მეორეში...