წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
19 ფილოსოფოსი და ვირი
ერთი ფილოსოფოსი, ძველებური ჩვეულების მიხედვით, ვირზე იჯდა და ისე დადიოდა სოფლითი-სოფლათ ხალხის დასამოძღვრებლად. ერთხელ ღამის გასათევად მექორწილეებს მიადგა კარზე. იცნეს და მიიწვიეს სუფრაზე. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო რომ დალიეს, ფილოსოფოსსაც მიაწოდეს სასასმო და დაალევინეს ნუნუა. მეორე სადღეგრძელოზე უარი განაცხადა სტუმარმა: „მეტი აღარ მინდა და ვერ დავლევო“. აღარ მოეშვნენ, ძალა დაატანეს და დაალევინეს. მესამეზე ხვეწნა-მუდარით მიმართეს: „მართალია, არ გინდა,...
