წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

17. სოლომონ მეფე და ქაჯაიას ნაქვრივალი

იმერეთის მეფემ, დიდმა სოლომონმა, ქაჯაიას ნაქვრივალის ცოლად შერთვა მოიწადინა, დიდკაცობამ იუკადრისა: „ჩვენ აზნაურის ნაცოლარს ვერ გავიდედოფლებთო“. უარზე იდგა იოსებ გენათელიც - მეფე სოლომონის ძმა. კარისკაცებმა უძაგეს მეფეს ქვრივი: ზოგმა მოახსენა მახინჯიაო, ზოგმა-კოჭლიაო, ზოგმა - ბრუციანიაო, ზოგმა - ყრუ და ზოგმა - ბებერიაო, უკბილოო! მეფემ იფიქრა: „რა ვქნა, მართალია კარგი ოჯახის შვილია ის ქალი, მაგრამ, რომ ასე ყოვლად საჯაყი ყოფილიყოს, ის...