წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
16. წიგნის გამომცემელი
წიგნის გამომცემელს შეხვდა ერთი ნაცნობი და ჰკითხა: „ახალ წიგნს ხომ არ სცემო?“ - „ვბეჭდავ და არა ვცემო“ - უპასუხა გამომცემელმა. - „არა, მე იმას მოგახსენებ, რომ ცოტა შელახული გამოდის შენი გამონაცემიო“ - „როგორ თუ შელახულიო?“ - „ისე, რომ ჯერ ცენზორი ოთხში იღებს და მერე შენ ასილაქნებ ტიკჭორასავითო, და მეტიღა ცემა-გალახვა იქნებაო!.. და ანდაზაც სწორედ მაგაზედ უნდა იყოს ნათქვამიო: „ვაი, ჩემო ტიკჭორაო, რა ბევრ ტყუილს...
