წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
13. წყალწაღებული იმერელი
იმერელი წყალში ჩავარდა. მცურავმა გამოიყვანა და ფულის თხოვა დაუწყო. იმერელმა შემოუძახა: „რას მიედ-მოედებიო? თვალი დაუდგეს ახლანდელ სამართალს, თვარა შენ უნდა ერთ კაი ორაგულის ფასი გადამიხადოო: მე წყალში განგებ ჩავიყურყუმალე, რომ თევზი დამეჭირაო! ერთ ორაგულს მოვავლე ბოლოში ხელი და, შენ რომ უდროვო დროს ფეხებში არ გეტაცა ხელი და არ გაგეშვებინებია, ის-ის იყო გამომყავდა...
