წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

9. თანასწორობა

ინგლისელი, ნემეცი და იტალიელი დამეგობრდნენ. პირობა დასდეს: უერთმანეთოდ ნურას გავაკეთებთო. მოინდომეს ძეხვის გაკეთება.

ნემეცმა მასალა მოაგროვა, იტალიელმა გატენა და ინგლისელმა შეჭამა. ფრანცუზმა გაიცინა და სთქვა: „აბა თანასწორობაც ამას...