წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

8. შინაური ნაძლევი

მდინარეს ფრანცუზი მოჰქონდა. საბრალო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ებრძოდა ტალღებს და დიდ განსაცდელშიაც იყო.

ხიდზე გადმომდგარიყვნენ ერთი ინგლისელი და ერთი ნემეცი და გულგრილად ადევნებდნენ თვალს. თურმე ნაძლევი დაედვათ: დაიხრჩობა თუ არაო? რუსმა თვალი მოჰკრა და მიაშურა საშველად. „ეი, რას შვრები?! ხელს ნუ გვიშლიო! - მიაძახეს დანაძლევებულებმა. - რომ გამოიყვანო, მაშინ ხომ ჩვენი ნაძლევი უჯერო...