წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

5. სომხის ვაჭარი და ქართველი თავადი

იმ დღეს სომხებთან სხვებიც ჩაცვივდნენ. ერთ ქართველს ჩაევლო ხელი სომხისათვის და ორივე ერთად იხრჩობოდნენ. რომ გამოიყვანეს ნაპირზე ძლივს გააშველეს ერთმანეთს. გონზე რომ მოვიდნენ, ქართველმა უხუმრა სომეხს: „შე კაი კაცო! რომ ჩამფრენოდი, ხელს აღარ მიშვებდი და საიქიოს თან მიმყვებოდი, შენი მოვალე ხომ არ გეგონეო?“

არა, კნიაზო! - მიუგო სომეხმა, - მე კი არა, შენ მტაცე ხელი, რადგანაც ფულის სესხებას გპირდებოდი, მაგრამ ხმელეთზე ვეღარ მოვასწარით...