წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები
აკაკი წერეთელი
კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური
გამომცემლობა ლითერასი
4. მტკვარში ჩავარდნილი სომხის ვაჭარი
ნათლიღება დღეს, წყალკურთხევის დროს რომ მტკვარზე ხიდი ჩაინგრა, ერთი სომეხი ცოლ-შვილიანი ჩავარდა წყალში. მცურავებმა გამოიყვანეს. გონზე რომ მოვიდა ვაჭარი, ჯიბეზე მოიკრა ხელი: - „საფულე ხომ არ დამსველებიაო“; ცოლ-შვილი კი მერე...
