წვრილ-წვრილი ამბები და ნაკვესები

აკაკი წერეთელი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, იუმორისტული, დოკუმენტური

გამომცემლობა ლითერასი

3. ახირებული სიცილი

ერთმა კაცმა ახირებული სიცილი იცოდა: თითქო ხვიხვინებსო. ერთხელ ცხენმა წიხლი ჰკრა და წინა კბილები ჩაამტვრია. რომ მორჩა, შეხვდა თავის კარგ მეგობარს და შესჩივლა: „არ ხედავ და არ გიკვირს, რა მიიყო ჩემმა ცხენმაო?“ - მე ის მიკვირს, რომ ამ ამდენ ხანს რათ გითმენდა და აქამდისაც არ დაგმართა ეგ საქმე, რაც შენ იმას აჯავრებდიო, - მიუგო...